მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გუშინ დღის ბოლომდე 727 ადამიანი იყო აცრილი, დღეს ეს  პროცესი გრძელდება“- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1615894688
COVID-19

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დღეისათვის 4000-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია დარეგისტრირებული ვაქცინაციის ბაზაში. 

„დღეს მეორე დღეა რაც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის რეგისტრირებული უკვე რიგში იმისთვის, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია. გუშინ დღის ბოლომდე 727 ადამიანი იყოს აცრილი, დღეს ეს პროცესი გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ვაქცინაცია არ შეფერხდეს და გაგრძელდეს უსაფრთხოდ.

გვერდითი მოვლენები გარკვეული გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არც ერთი არ დაფიქსირებულა.

ეს არის სტანდარტული ფარმაკო ზედამხედველობის პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებაში ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა ამ შემთხვევაში მარეგულირებელი ვალდებულია შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპებისთვის რეგისტრირებულია 4500-მდე სამედიცინო პერსონალი.

ჯერჯერობით აცრა ჩაუტარდა 1143 მედიკოსს.

ლეთ აგრეთვე:

ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი მოვლენები - როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?

„ჩვენ უნდა გავცითვალისწინოთ მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“- გიორგი ფხაკაძე

თამარ გაბუნია: საქართველო Astrazeneca-ს ვაქცინის 86 000 დოზას აპრილში მიიღებს, მარტის ბოლოს ველოდებით Pfizer-ის ვაქცინასაც