მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: კორონავირუსის ახალ შტამზე 3 საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1609677170
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს.

„კვლევა ისევ მიმდინარეობს, საბოლოო შედეგი ხვალ იქნება ცნობილი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი. მას სიმძიმე არ მომატებია, თუმცა ადვილად ვრცელდება.

„ახალი შტამი ყველგან არის, არა მხოლოდ თურქეთში, სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ახალი შტამები ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი. საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑ჩინეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

🛑კორონავირუსის ახალი შტამი ინდოეთშიც დადასტურდა

🛑აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს