მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება

ენდელაძე და ეზუგბაია ბრიფინგს აღარ გამართავენ
1603172881
COVID-19

დღეიდან, 20 ოქტომბრიდან ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება.

ტრადიციულ ბრიფინგზე არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ასევე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე.

არსებული ინფორმაციით, საზოგადოება ეპიდვითარების შესახებ ცნობებს მთავრობის დილის სხდომის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, მარინა ენდელაძე და ეზუგბაია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ინფორმაციას ამ დრომდე ყოველღიურად აწვდიდნენ.