მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს

კოვიდის ვაქცინა
1588836422
COVID-19

იტალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელსაც კორონავირუსის განეიტრალება შეუძლია. მათ განცხადებას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მეცნიერებმა ცდები უკვე ჩაატარეს თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ მათ ორგანიზმში კორონავირუსზე საპასუხოდ ანტისხეულები-სისხლის პლაზმის ცილები წარმოიქმნა. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ადამიანის უჯრედებში კორონავირუსის განეიტრალება შეუძლია.

ვაქცინის შემქმნელები მზად არიან, მისი ადამიანებზე გამოცდა შემოდგომაზე დაიწყონ.

"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ჩვენ მსოფლიოში პირველები ვიყავით, ვინც ვაქცინით კორონავირუსის ნეიტრალიზაციას მიაღწია”, - აცხადებენ იტალიელი მეცნიერები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ ისრაელში განაცხადეს.