მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯანდაცვის სისტემა მდგრადია და შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს“ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2020
1609227083
COVID-19

„როდესაც დღეს ჰოსპიტალურ სისტემაში 2000 თავისუფალი ადგილი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეკემბრის დასაწყისში, დღეში ინფიცირების 5000 შემთხვევა იყო, თუმცა დღეს ეს ციფრი არის 2012 და ეს ერთობლივი მიღწევაა.

„ჩვენ მაქსიმალურ ციფრებს მივაღწიეთ ნოემბრის მეორე ნახევარში დეკემბრის დასაწყისში, როდესაც დღეში გვქონდა 5000 ინფიცირების შემთხვევა, თუმცა დღეს ეს ციფრი არის 2012 და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. როდესაც დღეს ჰოსპიტალურ სისტემაში 2000 თავისუფალი ადგილი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და შეუძლია კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ. ეს არის მარტივი წესების დაცვა, პირბადის ტარება.

რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება. კიდევ უფრო მარტივად ავხსნი - რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთ და სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა. რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწრაფი იქნება გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. საბოლოო ჯამში - რაც უფრო სწრაფად გვექნება ქვეყანაში ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-ია, რაც მოქალაქეების დამსახურებაა და ისინი ამისათვის მადლობას იმსახურებენ.

„2020 წელი დასასრულს უახლოვდება. მძიმე წელი, გლობალურად და ქვეყნისთვისაც. მოგეხსენებათ, დღეს გახლდათ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა. შეიძლება ეს სხდომა იყოს ერთ-ერთი ბოლო, ამიტომ, მინდა ორიოდე სიტყვით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და მიზნობრივ შეზღუდვებზე და ამ შეზღუდვების შედეგებზე ვისაუბროთ.

მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ ინფიცირების მაჩვენებელი ერთ-ერთი მაღალი გვქონდა ევროპაში და კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად დღეს უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მარტო შეზღუდვებზე არ არის საუბარი.

ეს შეზღუდვები ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ. დღეს თუ ჩვენ გვაქვს პირბადის ტარება 70 %, საერთაშორისო გამზომი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ როგორ იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით?

✔️ პრემიერი: არანაირი სრული „ლოქდაუნი“ არ იქნება

✔️ პრემიერი: 2021 წელს მოქალაქეები დენის ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობენ