მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: არანაირი სრული „ლოქდაუნი“ არ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში არანაირი სრული „ლოქდაუნის“ დაწესება არ იგეგმება. 

როგორც მთავრობის მეთაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე, არ იგეგმება არანაირი შეზღუდვა გადაადგილების აკრძალვაზე.

„არაფერი იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილებით თუ ფეხით.

ერთადერთი, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. ამის აუცილებლობა არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება

✔️„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

✔️ როგორ იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით?