მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი საქართველოში
1616064917
COVID-19

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ილია დარჩიაშვილის თქმით, ღამე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. 

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ღამე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მობილობის შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტია.

„დღეს საბჭომ მიიღო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.

ვაკვირდებით ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

მინდა ვთხოვო საზოგადოებას, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ შეზღუდვების შემსუბუქებული რეჟიმი უნდა ვატაროთ პირბადე.

საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულის ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ერთი ღამით ითხოვეს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კულტურულ-რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 პირველი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები გაიხსნება

🔴 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება