მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები გაიხსნება

ამირანის შესასვლელი

პირველი აპრილიდან საქართველოში საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები გაიხსნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

„პირველი აპრილიდან ქვეყანაში რეგულაციების სრული დაცვით საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები გაიხსნება“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში.

📍„კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება