მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 1 070 პირი მძიმე მდგომარეობაშია

საავადმყოფოს დერეფანი
1607065990
COVID-19

„ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 349-ს შეადგენს“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45“, - აღნიშნა სიჭინავამ.

რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პაციენტებს, სიჭინავას ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3899-ს შეადგენს.

სიჭინავას განცხადებით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-365, აჭარაში-448, ხოლო იმერეთში-28.

„ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 437 პირი, აჭარაში-12 071, იმერეთში-4 605“, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე?