მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ასაკოვანი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სეფსისის დიაგნოზიც დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585119245
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სეფსისის დიაგნოზიც დაუდასტურდა.

"ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც რისკის შემცველია თავისი ასაკის და თანარსებული დაავადების გამო. დაავადება პროგრესირებს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად მასთან უკვე სეფსისი დიაგნოზიც დასტურდება. წარმოებს მისი მკურნალობა, შედეგების და პროგნოზის თქმა შეუძლებელია", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა.