მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების ძალიან დიდი მარაგი ექნება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1622640625
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია მესამე კვარტალში დაიწყება.

მისი თქმით, მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების დიდი რაოდენობა ექნება.

„ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ შემოვა, ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღება. ასევე „კოვაქსმაც“ დაადასტურა მესამე კვარტალში „ნოვავაქსის“ 700 000 დოზის და 130 000-მდე დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მოწოდება.

ანუ მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების ძალიან დიდი მარაგი ექნება და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია, როცა დღეში 15-16 ათასი ადამიანი უნდა აიცრას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით 136 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, თუმცა ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის გამოძახილი იმ პიკისა რაც იყო მაისის დასაწყისში“ - ჩხაიძე გაზრდილ ლეტალობაზე

👉 „მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ თქვენს გარშემო ყველა აცრილია“ - პაატა იმნაძე

👉 „ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ“- თენგიზ ცერცვაძე