მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ“- თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე
1622637607
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში 30-ე ადგილზე ვართ.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, კიდევ უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ისეთ მონაცემებში, რომელიც ითვლის ყველა დაავადებულში სიკვდილიანობისა და გადარჩენის პროცენტს.

„ეს ცალსახად დამოკიდებულია თუ როგორია კლინიკური სექტორი და როგორ ხდება ავადმყოფის მოვლა. აქ ვართ 40-ე ადგილზე. მაშინ, როდესაც გერმანიასაც კი -2,42 პროცენტი აქვს ანუ ჩვენზე 2-ჯერ მეტი. ამაზე ხშირად მედავებიან, რომ ჩვენთან გადარჩენის მაჩვენებელი არის უკეთესი ვიდრე ევროპაში, ვიდრე ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში და ყველგან. ამაზე აქვთ ჩემს ოპონენტებს ერთი სუსტი კონტარგუმენტი, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს თავისი სუსტი ჯანდაცვის სისტემით, ჰქონდეს უკეთესი მაჩვენებელი ვიდრე სხვა ქვეყნებს?

რა თქმა უნდა, ჩვენ მედიცინის დარგების უმრავლესობაში ჩამოვრჩებით. თუმცა მოცემული მაჩვენებელი არ არის მისტიფიკაცია, ხომ შეიძლება, რომ რაღაც სეგმენტში მოწინავე ადგილს ვიკავებდეთ? მაგალითად ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველო C ჰეპატიტის პროგრამით მოწინავე ქვეყანაა და რატომ არ შეიძლება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მოწინავე რიგები დაგვეკავებინა? “- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 346150-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 329516 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,12%, ბოლო 14 დღის - 3,23%, ბოლო 7 დღის - 2,8%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ თქვენს გარშემო ყველა აცრილია“ - პაატა იმნაძე

✅„ეს არის გამოძახილი იმ პიკისა რაც იყო მაისის დასაწყისში“ - ჩხაიძე გაზრდილ ლეტალობაზე

✅თამარ გაბუნია: დღეში უნდა ჩატარდეს 15-17 ათასი აცრა