მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მკაცრი მარეგულირებლისგან აღიარების შემდეგ, ჩინური ვაქცინის ხარისხი ეჭვქვეშ აღარ იქნება “ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
1615458258
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად, ნებაყოფლობით აირჩიონ სასურველი და მათთვის სანდო ვაქცინა.

ჟურნალისტის შეკითხვას ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ტიკარაძე შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

„მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება და მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინას ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს არ აყენებს ეჭვქვეშ.

ასევე, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნეს, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებული იყოს ტრადიციული მეთოდებით, რაც შესაძლებელია, ბევრი მოქალაქისთვის უპირატესობის განმსაზღვრელი გახდეს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ტიკარაძის თქმით, ვაქცინა საქართველოში 13 მარტიდან შემოვა.