მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 50 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსი მსოფლიოში
1604904506
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 50 მლნ-ს გადააჭარბა და ამ დროისთვის, 50 739 516 შეადგინა.

ინფიცირების ყველაზე მეტი ფაქტი კვლავ ამერიკაში ფიქსირდება, სადაც შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს.

მეორე ადგილზე ინდოეთია 8 მლნ-ზე მეტი და მესამე ადგილზე ბრაზილია 6 მლნ-მდე შემთხვევით.

ხუთეულში ასევე არიან საფრანგეთი და რუსეთი ინფიცირების 2 მლნ-მდე ფაქტით.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 262 147-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 35 796 183 ადამიანი.

👉ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ განცხადება ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ მსოფლიოს 216 ქვეყანა მოიცვა.

👉ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10 მლნ-ს აჭარბებს

👉კორონავირუსით 43 წლის კაცი გარდაიცვალა

👉კორონავირუსის სტატისტიკა - განახლებადი ინფორმაცია