მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 22 მლნ-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა
1597737742
COVID-19

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა და 22,062,541-ს მიაღწია, მათ შორის 14,805,191 გამოჯანმრთელებულია, 777,668 გარდაცვლილი.

worldometers.info-ს სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილს აშშ იკავებს. აშშ-ში კოვიდინფიცირების 5,612,027 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2,973,587 გამოჯანმრთელებულია, 173,716 გარდაცვლილი. მეორე ადგილზეა ბრაზილია, 3,363,235 დადასტურებული შემთხვევით, მათ შორის 2,478,494 გამოჯანმრთელებულია, 108,654 გარდაცვლილი. მძიმე ეპიდვითარებაა ინდოეთში, სადაც ბოლო პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 2,706,450 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1,978,747 გამოჯანმრთელებულია, 51,955 გარდაცვლილი. მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთი 932,493 დადასტურებული შემთხვევით, მათ შორის 742,628 გამოჯანმრთელებულია, 15,872 გარდაცვლილი.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჯანმომ 1-ელ აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 3 თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.