მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ნიჟარაძე: გარდაცვლილი პაციენტი გახლდათ უსიმპტომო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრო 2020
1602771225
COVID-19

დღეს, 15 ოქტომბერს აჭარაში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

„კოვიდკარანტინში დადასტურდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა. პაციენტი რისკების გათვალისწინებით მოხვდა კოვიდსასტუმროში, სადაც იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ სასტუმროებში შემოვლა ხორციელდება დღეში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში კი უფრო მეტი რაოდენობით.

როგორც ნინო ნიჟარაძე აცხადებს, გარდაცვლილი პაციენტი გახლდათ უსიმპტომო.

„გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა, რამაც გამოიწვია ლეტალობა“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.