მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ მოხუცების გარდაცვალების შემთხვევა შესწავლის პროცესშია“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1610711812
COVID-19

„მე აქტიურად გავეცანი ნორვეგიულ ლიტერატურას, აგრეთვე აქტიურად გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულება და კონტაქტი ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტთან, ასევე გვქონდა საუბრები „ტრომსოს უნივერსიტეტის“ მეცნიერებთან და ჯერჯერობით ისეთი დასკვნა, რომ 23 მოხუცი ადამიანის გარდაცვალება გამოწვეული იყო ვაქცინის შედეგად, არ არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, შემთხვევას ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემა სწავლობს.

„ესენი არიან 80-85 წლის ზემოთ, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი ადამიანები, სადაც სიკვდილი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ.

ამ შემთხვევას სწავლობს ნორვეგიის წამლის სააგენტო და ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ამიტომ ნუ ვიჩქარებთ, რადგან ამა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ვაქცინაციის პროცესს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ნორვეგიაში 23 პაციენტი გარდაიცვალა.

👉 საუბარია მოხუცთა თავშესაფარში მყოფ პირებზე. მათი ასაკი 80-90 წელს შეადგენდა. ყველა მათგანს კომპანია Pfizer/Biontech-ის ვაქცინა გაუკეთეს.

იხილეთ აგრეთვე

⚫„მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე

⚫ნორვეგიაში კოვიდვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა