მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნორვეგიაში კოვიდვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა

ნორვეგიაში 23 პაციენტი დაიღუპა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ნორვეგიაში 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ nationen.no იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია მოხუცთა თავშესაფარში მყოფ პირებზე. მათი ასაკი 80-90 წელს შეადგენდა. ყველა მათგანს კომპანია Pfizer/Biontech-ის ვაქცინა გაუკეთეს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 13 პაციენტი ვაქცინის გვერდითი მოვლენების გამო დაიღუპა. ამჟამად ყველა შემთხვევის გადამოწმება ხდება.

მომხდართან დაკავშირებით ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი ვაქცინაციის წესებს შეცვლის. ამ ცვლილების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება იმ პირებს, ვისთვისაც ვაქცინის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. ამ ჯგუფში განსაკუთრებით დასუსტებული ადამიანები შევლენ.

2020 წლის დეკემბრის ბოლოდან ნორვეგიაში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 25 000 ადამიანს გაუკეთდა. ამჟამად ქვეყანაში აცრა Pfizer და Biontech-ის ვაქცინით ხდება. რამდენიმე დღეში კი ნორვეგიაში Moderna-ს ვაქცინასაც შეიტანენ.

იხილეთ არგეთვე:

♻️ რომის პაპს და ყოფილ პაპს კოვიდვაქცინაცია ჩაუტარდათ

♻️ თურქეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა იწყება