მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გუდაუთას საავადმყოფო
1609049012
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციაზე ჩატარებული 485 ტესტიდან 109 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 251 პაციენტი მკურნალობს, მათგან კი 28 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 27 დეკემბრის მონაცემებით 8 459-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 6 726 პაციენტი, 108 კი გარდაცვლილია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ WHO მხარს დაუჭერს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

✔️ დღეიდან ევროპის მასშტაბით Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციები იწყება