მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ევროპის მასშტაბით Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციები იწყება

ევროკავშირის დროშა ვარსკვლავებით

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. 

„ადამიანები მიიღებენ ვაქცინას ათენში, რომში, ჰელსინკიში, სოფიაში და ყველგან. ევროპის ვაქცინაციის დღეები ერთიანობის ამაღელვებელი მომენტი და ევროპის წარმატების ისტორიაა. მალე ჩვენ კიდევ მეტი ვაქცინა გვექნება“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

👉ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ განცხადება ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ მსოფლიოს 216 ქვეყანა მოიცვა.

👉ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა 80 მლნ-ს აჭარბებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🚸 კორონავირუსის გლობალური სტატისტიკა

🚸 კომპანია Pfizer/BioNTech აშშ-ს დამატებით 100 მილიონ ვაქცინას მიაწვდის