მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გუდაუთას საავადმყოფო
1605804537
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 256 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კი 65 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

ამასთან, ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით 2 ადამიანი გარდაიცვალა. კლინიკაში 74 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5278-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3608, ხოლო სულ გარდაცვლილია 67 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია 93 092 შემთხვევა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

👉 ზოიძე ეპიდვითარებაზე: ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ყველას პასუხისმგებლობის გაზიარება სჭირდება