მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
1607864022
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები მსოფლიო სტატისტიკაში აღწერილია. 

იმნაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს და მოუწოდებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ.

„საბედნიეროდ რეინფიცირების შემთხვევები ბევრი არ არის, მაგრამ ასეთი შემთხვევები უკვე აღწერილია მსოფლიოში, რომ დადასტურებულად მეორეჯერ დაემართა ადამიანს კოვიდი. სხვათა შორის აღწერილია, რომ პირველად იოლად გადაიტანა და მეორედ ტრაგიკულად დასრულდა.

აქედან გამომდინარე ყველას ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი უნდა გამოიჩინოს ასეთივე სიფრთხილე. ჯერ არის მონაცემები იმის შესახებ რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ გაზაფხულზე გადატანილებში იყო შემთხვევები.

ჩვენც ვსწავლობთ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც საქართველოში გვაქვს დაფიქსირებული. ჯერ საბოლოოდ დასკვნა არ გამოგვიტანია. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვთ და პირბადე უნდა ატარონ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 189 726-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

იმნაძე: მომდევნო კვირა გვაჩვენებს იმას, თუ რა დოზით რისი გახსნა იქნება შესაძლებელი

როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს