მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: მომდევნო კვირა გვაჩვენებს იმას, თუ რა დოზით რისი გახსნა იქნება შესაძლებელი

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1607862781
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა, საუბარი იმის შესახებ რომ ინფიცირებულების რაოდენობის კლება დაიწყო, ჯერ ნაადრევია. 

იმნაძის განცხადებით, 1 კვირაა წინ იმისთვის, რომ სიტუაციაზე დაკვირვება მოხდეს.

„ცოტათი დასტაბილურდა სიტუაცია. მატება არ გვაქვს. ერთი დღით ნუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ კლება დაიწყო, ჯერ ამის თქმა ადრეა. ვნახოთ და დავაკვირდეთ. მინიმუმ 1 კვირა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას იმისათვის, რომ ვნახოთ გადავიარეთ თუ არა მაქსიმალური მაჩვენებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე 24 დეკემბერს შეზღუდვების ერთკვირიანი შემსუბუქება ხომ არ გაამწვავებს სიტუაციას? - იმნაძე ამბობს, რომ სახიფათო იქნება.

„სახიფათო იქნება. ვნახეთ რა ხდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ვნახეთ როგორ გაახანგრძლივეს რეგულაციები. თუ ჩვენ სიტუაციის სტაბილიზაცია შევძელით, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ეს ერთი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ მოვემზადოთ. მომდევნო კვირა გვაჩვენებს იმას, თუ რა დოზით რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე, რომ ეპიდემიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს“, - აღნიშნა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 189 726-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს

2 720 ინფიცირება, 3 942 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში