მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქს შესაძლოა კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდეს

სრულიად საქართველოს პატრიარქი
1610095455
COVID-19

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შესაძლოა კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდეს. ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა. 

მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსზე „PCR“ ტესტი უტარდება. მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, ილია მეორის ტესტირების საკითხი მაინც განიხილება.

„შორენა თეთრუაშვილის პირველი პასუხი წუხელ იყო, რომელიც საეჭვოდ დადებითია. ახლა კიდევ აიღეს ანალიზი და „PCR“ ტესტი 15:00 საათისთვის დამთავრდება, მერე იქნება საბოლოო პასუხი. პირველი პასუხი წუხელ გვიან იყო.

შეიძლება, დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც.

ეპიდემიოლოგები და ყველა ცდილობს, სწორი გზა მონახოს, რათა ყველა გზა იყოს დაცული“,- განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია

🛑537 ინფიცირება, 494 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში