მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

537 ინფიცირება, 494 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 537 ადამიანი ინფიცირდა და 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1610088996
COVID-19

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, რის შედეგადაც ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კორონავირუსი კიდევ 494-მა პირმა დაამარცხა.

საბოლოო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 236 028 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 224 189 გამოჯანმრთელებულია.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

⭕ თბილისის საავადმყოფოებში -1 900

⭕ აჭარაში - 364

⭕ იმერეთში - 731

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის:

⭕ თბილისში - 363

⭕ აჭარაში - 84

⭕ იმერეთში - 203

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან:

⭕ თბილისში - 180

⭕ აჭარაში - 13

⭕ იმერეთში - 31

762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის:

⭕ 217 - თბილისში

⭕ 466 - აჭარაში

⭕ 24 - იმერეთში.

4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია.

👉 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ ინტენსიურია

💢რამდენად საშიშია ბავშვებისთვის კორონავირუსის ახალი შტამი - ნანა გეგეჭკორის მიმართვა