მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრული მეტროსადგურებთან განთავსდება და გააკონტროლებს, უკეთიათ თუ არა მოქალაქეებს პირბადე

პატრული პირბადეებს გააკონტროლებს
1602778214
COVID-19

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

ინფორმაციისთვის, დახურულ სივრცეში პირბადე სავალდებულოა. წესის დარღვევაზე ჯარიმაა - ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება, იურიდიული 500 ლარით.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პირბადე ღია სივრცეშიც გამოიყენონ.