მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პედიატრი: „ლოქდაუნი“ აუცილებელია ბავშვების უსაფრთხოებისთვის

ლოქდაუნი უნდა დაწესდეს
1606128661
COVID-19

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

როგორც პედიატრმა აღნიშნა, ის უერთდება და ეთანხმება „ლოქდაუნის“ გამოცხადების აზრს.

„გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ „ლოქდაუნი“ მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელებას“, - აღნიშნა ეკა უბერმა.

მისი თქმით, ბავშვებში ვირუსს მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

„ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათია გართულება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დაავადებას თან ახლავს სხვა ქრონიკული გართულებები, რაც საბედნიეროდ იშვიათია.

ბავშვები გარშემომყოფთათვის წარმოადგენენ უფრო მეტ რისკს, ვიდრე თავისი თავისთვის. შესაბამისად, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში საყოველთაოდ მიღებული კოვიდ ინფექციის პრევენციის წესები ვრცელდება. მათი ასაკიდან გამომდინარე, პირბადის ტარების ჩვენებები მინიმალურია და შესაბამისად ვერ ხერხდება ამის განხორციელება. სწორედ აქედან გამომდინარე მივესალმები „ლოქდაუნის“ მომხრეთა პოზიციას“, - დასძინა ექიმმა სატელევიზიო ეთერში.

როგორც პედიატრმა აღნიშნა, კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში მყოფთა ნაწილი იქ სუბიექტური მიზეზებით მკურნალობს.

„სტაციონარში მყოფთა ნაწილი იქ სუბიექტური მიზეზების გამოა. მათ შეიძლება აქვთ ემოციური ფონი, დაავადების გართულების შიში და არა რეალურად არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის მიუხედავად, არის ექიმების დეფიციტი და უყურადღებოდ დარჩენილი პაციენტების საკმაო რაოდენობა“, - აღნიშნა პედიატრმა.

🔺 23 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობაა 108 690, აქედან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1012 გარდაიცვალა.

🔺 ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 2 ბავშვი, 12 და 15 წლის მოზარდი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა