მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1618916567
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ მიწოდებასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, „ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, თვის ბოლოს საქართველოში 250 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

პორტალმა ცალსახად გვაჩვენა, რომ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ მიმართულებით განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა. მესამე ადგილზე არის ასტრაზენეკა, რაც სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს ასტრაზენეკასთან“ მიმართებით.

თვის ბოლოს შემოვა „ასტრაზენეკას“ 250 ათასამდე დოზა, შემდეგი დოზა შემოვა მაისში, გადაწყვეტილება მიიღო „კოვაქსის“ პლატფორმამ გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა. მნიშვნელოვანია, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.

ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს „ფაიზერის“ პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით, შეთანხმება 1 მლნ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ თარიღების და დოზების დადგენაზე, რომლითაც „ფაიზერი“ საქართველოს მიაწვდის დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება მოდერნას, მასთან მიმართებით მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ქვეყანაში აცრა ორი ვაქცინით „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს.

საქართველომ, ასევე, მიიღო „სინოფარმის“ ჩინური ვაქცინა, რომლის გამოყენებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოს მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება.

ამავე თემაზე:

🔴 „რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ვირუსის პიკი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება“ - გამყრელიძე