მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ვირუსის პიკი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1618735508
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა რეგულაციებსა და რეკომენდაციებს არ დაიცავს, ქვეყანაში კოვიდ 19-ის ინფიცირების პიკი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იქნება.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა არ იქნება ისეთივე სიძლიერის, როგორც მეორე ტალღის შემთხვევაში იყო.

„ქვეყანაში ეპიდვითარება თანდათან უარესდება. დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც მიდიოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში და ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდსიტუაცია პირდაპირ გეტყვით, რომ გაუარესდება და ჩვენ სადღაც პიკში შევალთ აპრილის ბოლო მაისის დასაწყისში, ახლა შევდივართ თბილ პერიოდში ამინდების მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ ისეთი არ უნდა იყოს როგორც მეორე ტალღა იყო.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 818 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 783 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.