მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა

ფოთში კორონავირუსით 48 წლის ქალი გარდაიცვალა
1620814650
COVID-19

ფოთში, 48 წლის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანს, 48 წლის ირმა თოფურიას COVID-19 მეორეჯერ, 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინირების და გადაუდებელი დახმარების, ფოთის ცენტრის დირექტორის, კესო გელენიძის განცხადებით, 48 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 325665-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 304935 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

„თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ვირუსმა უკუსვლა უნდა დაიწყოს“

საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინის მესამე დოზის გაკეთება?