მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჭიროა თუ არა კოვიდვაქცინის მესამე დოზის გაკეთება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე
1620735309
COVID-19

„ჯერჯერობით ვალდებულება მესამე ვაქცინის გაკეთების არცერთ ვაქცინასთან დაკავშირებით არ დგას“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „სინოფარმის“ მესამედ გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

„ვაქცინაციის ჯერადობის საკითხი შეიძლება ითქვას, რომ ღიად დგას, ვინაიდან ვაქცინაცია დაიწყო სექტემბერში, ჯერჯერობით 6 თვე არის გასული იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოს ქვეყნებს აქვს.

ცოტა დრო არის შესაფასებლად რამდენად ხანგრძლივი იქნება ის იმუნიტეტი, რასაც გვაძლევს ვაქცინის ორი დოზა. ამ საკითხს განიხილავს არამხოლოდ ჩინური „სინოფარმი“, არამედ ეს საკითხიც განიხილება „ფაიზერის“ მიერაც. დარწმუნებული ვარ, სხვა კომპანიებიც განიხილავენ ამ საკითხს, რადგან ეს ინფორმაცია დაგროვდება პრაქტიკის მიმდინარეობისას.

ჯერჯერობით ვალდებულება მესამე ვაქცინის გაკეთების არცერთ ვაქცინასთან დაკავშირებით არ დგას. ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

ამავე თემაზე:

✔️ ივანე ჩხაიძე: „სინოვაკი“ კომფორტული ვაქცინაა

✔️ „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

✔️ არჩილ და შოთა არველაძეები აიცრნენ