მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდება და ექნება PCR ტესტი, საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება

პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით
1602756721
COVID-19

„ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და ექნება PCR ტესტი, საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 15 ოქტომბერს მიიღეს.

„ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი, მას საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება. შესაძლებლობა ექნება გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ PCR ტესტი, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ეკონომიკაში“, - განმარტა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ყველაზე მეტი - 366 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.