მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა თავისებურება აქვს ასტრაზენეკას ფაიზერისგან განსხვავებით? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1616671530
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ასტრაზენეკასა და ფაიზერის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რა თავისებურება აქვს ასტრაზენეკას ფაიზერის ვაქცინისგან განსხვავებით. 

კულუმბეგოვის თქმით, ფაიზერთან მიმართებაში მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულება უფრო მეტია.

ალერგოლოგის ინფორმაციით, ფაიზერს შეუძლია მოსახლეობა მძიმე დაავადებისგან 90%-ით დაიცვას, ხოლო ასტრაზენეკას - 100%-ით.

„ფაიზერთან“ მიმართებაში გარკვეული სიმპათიური დამოკიდებულება უფრო მეტია საზოგადოებაში და ვგრძნობ, ჩემი კოლეგების დამოკიდებულებას. ამიტომ, ეს ცალსახად ხელს შეუწყობს დამყოლობას, რადგან ნდობა უფრო მეტია. როგორც ექიმმა და ელერგოლოგ-იმუნოლოგმა მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ დღეის მონაცემებით ფაიზერს აქვს შეწონილი ციფრი, კლინიკური სიმპტომური დაავადების პრევენციის ეფექტურობის 95%, სიკვდილობისგან ადამიანის დაცვის 100%, მძიმე დაავადების და ჰოსპიტალიზაციის 90%.

აშშ-ში მესამე ფაზის კვლევა დასრულდა, ფაიზერს 90% შეუძლია მძიმე დაავადებისგან დაცვა, ხოლო ასტრაზენეკას 100%-ით. სხვათა შორის, ბრიტანულ შტამზე და ტრანსმისიაზე, პასიურ გადატანაზე ძალიან ეფექტურია ასტრაზენეკა.

ამიტომ, გულწრფელად ვამბობ, მოსახლეობას ამ თვალსაზრისით და მითუმეტეს კოლეგებს, რომ არ აქვთ ეს ინფორმაცია ყველაზე მეტად მაშფოთებს, იმიტომ რომ ისინი უნდა იყვნენ გენერატორი და ადამიანის განათლებაში უზარმაზარ როლსა და კონტრიბუციას უნდა ახორციელებდნენ. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ეს ინფორმაცია და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ მოსახლეობის განათლებას.

ერთი თავისებურება აქვს ასტრაზენეკას ფაიზერისგან განსხვავებით. ასტრაზენეკას შემთხვევაში პირველ დოზაზე შედარებით უფრო ხშირია რეაქციები, ხოლო ფაიზერთან მიმართებაში ადამიანების უდიდესი ნაწილი ტოლერანტულია, მაგრამ სამ კვირაში მისი მეორე დოზა ზუსტად იგივე სიხშირით ავითარებს ამ რეაქციას, როგორც ასტრაზენეკა პირველ შემთხვევაში.

სამაგიეროდ, ასტრაზენეკა 8-12 კვირაში, მეორე დოზის შემთხვევაში სრულიად ტოლერანტულია და ძალიან მინიმალურ შემთხვევაში ფიქსირდება ტემპერატურა, შემცივნება და კუნთების ტკივილი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „ფორმულას“ ეთერში.

რაც შეეხება ვაქცინაციის ჯგუფების გაფართოებას, კულუმბეგოვი ამბობს, რომ შესაძლებელია პრიორიტეტული ჯგუფების გაფართოება მოხდეს, მხოლოდ 18-დან 65 წლამდე, ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანებში, რომელთაც ერთი ქრონიკული დაავადება ექნებათ.

„საყოველთაო ვაქცინაციისთვის ჩვენ ჯერ მზად არ ვართ“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

ინფორმაციისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ 13 მარტს „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო. 15 მარტს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია დაიწყო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ცნობილმა ინფექციონისტებმა მარინა ენდელაძემ, მარინა ეზუგბაიამ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფაიზერის ვაქცინა 25 მარტს შემოვიდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება“ - ტიკარაძე

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა