მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ფოტო
1616657729
COVID-19

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება. 

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, იმუნიზაციის საბჭო ყოველკვირეულ რეჟიმში იკრიბება და სახელმძღვანელო აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს იმუნიზაციის პროცესი.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი.

ამ პროცესის მართვა ასე გაგრძელდება. ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი თუ რა სიტუაციაა. თქვენ იცით, რომ ხვალ ჩემი ვიზიტი დაგეგმილია გურიაში და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონის მიმართულებით. საბჭოს სხვა წევრების მხრიდან მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია იქნება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა“ 13 მარტს „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო. 15 მარტს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია დაიწყო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ცნობილმა ინფექციონისტებმა მარინა ენდელაძემ, მარინა ეზუგბაიამ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში

✔️ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 104 ადამიანი აიცრა