მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატიანი: პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კლინიკაში
1604677775
COVID-19

„პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც ემერჯენსის ლიცენზირების მესამე, მეოთხე დონე აქვს, რეგიონული პრინციპის მიხედვით მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე კოვიდით.

„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც ემერჯენსის ლიცენზირების მესამე-მეოთხე დონე აქვს, რეგიონული პრინციპის მიხედვით მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე „კოვიდით“, რაც შვებას მისცემს როგორც 112-ს, ასევე კოვიდკლინიკებს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში. ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია გადანაწილდება 2 პრინციპით, ეს იქნება კოვიდსასტუმრო და ეს იქნება სახლში მკურნალობა.“, - დასძინა ლევან რატიანმა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 993 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 37 019 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 423 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3094 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 438 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ცერცვაძე: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი სათანადო ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი

👉 კოვიდინფექციის მართვაში, შესაძლოა, მონაწილეობა სტომატოლოგებმაც მიიღონ