მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ ცხადდება საქართველოში სრული „ლოქდაუნი?“ - გამყრელიძის შეფასება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1605192393
COVID-19

კორონავირუსის ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. 

მისი შეფასებით, სრული „ლოქდაუნისთვის“ საქართველო ეკონომიკურად მზად არ არის.

„ჩვენ ახლა გვაქვს ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალა. შემოდგომაზე სრული „ლოქდაუნი“ არცერთ ქვეყანას აღარ გამოუყენებია. ძირითადი პოლიტიკაა ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციის მიხედვით.

ბელგიამ, ჩეხეთმა მკაცრ ღონისძიებებს მიმართა, მაგრამ ჩვენ არც ბელგია ვართ, არც საფრანგეთი და არც ჰოლანდია. ჩვენ ეკონომიკურად ბევრად ნაკლებად განვითარებულები ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები. გარდა ამისა, ახლა პოლიტიკურ პროცესში ვართ, ამავე დროს რეგიონში იყო სერიოზული ომი...

წერტილოვანი „ლოქდაუნი“ არის ქვეყანაში, ეს დიდი ალბათობით კიდევ გაფართოვდება, მაგრამ სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔶საქართველოში კიდევ ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

🔶„ზეიმი ნაადრევია“ - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის პირველ წარმატებულ ვაქცინაზე?

🔶3120 ინფიცირება, 2358 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში