მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ვირუსოლოგი: განმეორებითი ინფიცირების შემთხვევა უფრო მწვავე იქნება, ვიდრე პირველი

გამალეიას უნივერსიტეტი
1605604239
COVID-19

„გამალეიას“ ინსტიტუტის ვირუსოლოგის ანატოლი ალტშტეინის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების განმეორებით შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა, უფრო მწვავე ფორმა მიიღოს, ვიდრე პირველად. 

მისი თქმით, რეინფიცირების ფაქტი რუსეთში ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, მომავალში გამორიცხული არაფერია.

„კორონავირუსით ხელახალი ინფექცია, თეორიულად, შესაძლებელია. სხვა რამ არის ის, რომ ეს ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე პირველადი დაავადება. თუმცა, ეს ფაქტი ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, ისევე უნდა იცავდეს უსაფრთხოების წესებს, როგორც ის, ვინც ინფიცირებული არ ყოფილა.

ინფექციის განმეორებით დადასტურების შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ უფრო მწვავე იქნება, ვიდრე პირველი ”, - აღნიშნა ვირუსოლოგმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში.

როგორც მან განმარტა, მეორედ დაავადების შემთხვევაში მკაცრი ფორმის განვითარებას ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის დაბალი დონე განსაზღვრავს. ასეთი შემთხვევა შესაძლოა იყოს ე.წ. უსიმპტომო პაციენტებში.

👉ინფორმაციისთვის, რუსეთში კორონავირუსის 1 971 013 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 33 931 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შვედეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას იწყებს

👉 თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა