მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსთ 30 ადამიანი გარდაიცვალა
1605509828
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემებით თანახმად, საქართველოში კორონავირუსით საერთო ჯამში გარდაცვლილია 733 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რიცხვი 82835-s შეადგენს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა 16 ნოემბრის მონაცემებით

🔴 კორონავირუსის სტატისტიკა - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები

🔴 Pfizer, Moderna, Astrazeneca - რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო

🔴 გამყრელიძე: გრიპზე თუ აცრილი ხართ, ორი ინფექციის ზედდება აღარ გვექნება