მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა
1605250739
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 37 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

13 ნოემბრის მონაცემებით, 37 გარდაცვლილს შორის 13 თბილისშია გარდაცვლილი, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში 2, ხოლო კახეთში 1 ადამიანი.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების მონაცემები - 13 ნოემბერი

👉 კორონავირუსის სიახლეები - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რატომ არ ცხადდება ლოქდაუნი საქართველოში?