საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექციით 45 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 387 შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 124 568 გამოჯანმრთელებულია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე?
🔴 „ვერ ვიტყვით, რომ კორონავირუსის ვირულენტობა შემცირდა ან გაიზარდა“ - ინფექციონისტი
🔴 კულუმბეგოვი: უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა