მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

კორონაირუსიანი პაციენტი
1618555934
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3916 პაციენტი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 293 321-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა ჯამური რიცხვი კი 279 831-ია.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,4%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,04%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მესამე დოზა, სავარაუდოდ, 12 თვის განმავლობაში, საჭირო გახდება

👉 თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები

👉 „79%-ით ეფექტიანობა ნიშნავს, რომ „სინოფარმი“ ყოველი 5 აცრილიდან 4-ს დაიცავს“ - თენგიზ ცერცვაძე