მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მესამე დოზა, სავარაუდოდ, 12 თვის განმავლობაში, საჭირო გახდება

ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა Pia.ge
1618513503
COVID-19

Pfizer–ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, ხალხს Covid 19-ის წინააღმდეგ ვაქცინის დამატებითი დოზა 12 თვის განმავლობაში „სავარაუდოდ“ დასჭირდება. მისივე თქმით, შესაძლებელია, ადამიანებს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად დასჭირდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC.COM ავრცელებს.

კომპანია Pfizer–ის განცხადების თანახმად, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 91%–ით ეფექტიანია კორონავირუსისგან დაცვაში და 95%-ით ეფექტიანია მძიმე დაავადებების წინააღმდეგ, მეორე დოზიდან ექვსი თვის განმავლობაში. Moderna–ს ვაქცინა, რომელიც ფაიზერის მსგავს ტექნოლოგიას იყენებს, ასევე, ძალიან ეფექტიანია მეორე დოზიდან ექვსი თვის განმავლობაში.

Pfizer–ის მონაცემები 12000– ზე მეტ ვაქცინირებულ მონაწილეს დაეყრდნო. ამასთან, მკვლევარების თქმით, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო იმის დასადგენად, ეფექტიანია თუ არა ის ექვსი თვის შემდეგ.

15 აპრილს, ბაიდენის ადმინისტრაციის Covid რეაგირების მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა განაცხადა, რომ ისინი ელოდებიან კორონავირუსის სხვა შტამებისგან დაცვის მიზნით ფაიზერის ვაქცინის დამატებით დოზებს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ, ასევე, განაცხადა, რომ ამჟამად ავტორიზებული ვაქცინები ძალზე ეფექტიანია, მაგრამ აღნიშნა, რომ ვირუსის ახალმა შტამებმა შეიძლება, შეასუსტოს მისი ეფექტიანობა.

თებერვალში, Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ ისინი ტესტავდნენ Covid 19-ის ვაქცინის მესამე დოზას, რათა უკეთ შეესწავლათ იმუნური რეაქცია ვირუსის ახალი შტამების მიმართ.