მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა
1618643702
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3925 პაციენტი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 294540-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 280132 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,58%, ბოლო 14 დღის - 2,91%, ბოლო 7 დღის - 3,26%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

✔️„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები უფრო მდიდარია შედარებით ახალგაზრდა ჯგუფში“ - თამარ გაბუნია