მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა იწყება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება
1614922733
COVID-19

საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა იწყება. კვლევის ფარგლებში 400 პაციენტს შეისწავლიან, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს. 

კვლევა კორონავირუს გადატანილ პაციენტებისთვის უფასო იქნება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კვლევა დაადგენს, თუ რა კანონზომიერებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს.

„ეს არის კვლევა, რომ ჩვენ შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს მთელი ქალაქის მოსახლეობის სია და ვიცით, ვინ გადაიტანა კოვიდი. თუმცა, არ ვიცით, ვის რა გამოვლინება ჰქონდა. გავიგებთ, რამდენ პროცენტში იყო ნევროლოგიური გამოვლინება, რამდენში კარდიოლოგიური. ამიტომ ჩვენ ყველას ჩავუტარებთ ყველანაირ კვლევას. ეს ძალიან დიდი კვლევაა და სრულიად უფასო“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 271 872 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 266 081 და გარდაცვლილია 3 553 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„საჭიროა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ პირბადის ტარება უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ურთიერთპატივისცემის გამოხატვა“- პაატა იმნაძე

როდის დასრულდება პანდემია? - ექსპერტთა პროგნოზები და რეკომენდაციები

ცნობილია, რომელი ქვეყანა ვაქცინის რა რაოდენობას მიიღებს „კოვაქს“ პლატფორმიდან