COVID-19

სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1448-მდე გაიზარდა

კორონავირუსის მატება
18:56 04.04
დაკოპირებულია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მსგავსად, იზრდება როგორც საქართველოში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში. რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 4700-ს აჭარბებს, თურქეთში, 20 000-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანში 1000-მდე ნარჩუნდება.

სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან კორონავირუსის პირველი შემთხვევა ყველაზე გვიან 2 მარტს სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე სწრაფადაც ამ ქვეყანაში გავრცელდა. სწრაფი გავრცელების მიზეზი 2 შემთხვევა გახდა: წვეულება ქალაქ ეჩმიაძინში და მსხვილ სამკერვალო ფაბრიკაში შეტანილი ვირუსი. 4 აპრილის მდგომარეობით სომხეთში ინფიცირების 770 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 7 გარდაიცვალა და 43 გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში COVID 19-ის გავრცელება 28 თებერვლიდან დაიწყო. 4 აპრილის მდგომარეობით ინფიცირების 521 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. 5 პაციენტი გარდაიცვალა, 32 გამონანმრთელდა.

საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 4 აპრილის მდგომარეობით სულ აღრიცხულია 157 შემთხვევა, საიდანაც 1 პაციენტი გარდაიცვალა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სამშობლოში იქნა დაბრუნებული, 28 პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობის კურსს 126 პაციენტი გადის. კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 5526-ს შეადგენს, 344 პირი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ინფიცირებულთა რაოდენობა 4 აპრილს საქართველოში 2-ით, სომხეთში 34-ით, ხოლო აზებრაიჯანში 78-ით გაიზარდა. ჯამში სამივე სახელმწიფოში 26 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების 1448 შემთხვევა დაფიქსირდა.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:35 28.05
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:23 28.05
"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შ...
23:04 28.05
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08 28.05
დისტანციური კონსულტაცია კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავი...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ე...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლი...
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წე...
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიც...