მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების უფროსი COVID 19-ით გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურთან
1605686154
COVID-19

სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის უფროსი თამაზ კაჭკაჭიშვილი COVID 19-ით გარდაიცვალა. მას კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა. 

ამ ხნის განმავლობაში ის თბილისში, კლინიკაში მკურნალობდა.

„გუშინ, გვიან ღამით მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.

თამაზ კაჭკაჭიშვილი უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა.

👉 ინფორმაციისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.

👉 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 37 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით საქართველომ ჩინეთს გაუსწრო

👉 ცერცვაძე: მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი