მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუნივერსისტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსით 4 ინფიცირებულია გადაყვანილი

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1585120829
COVID-19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსით 4 ინფიცირებულია გადაყვანილი. ისინი 62 წლის მარნეულში მცხოვრები ქალის ოჯახის წევრები არიან, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თერაპევტმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ოთხი ინფიცირებულიდან ყველაზე დიდი ასაკია 55 წელი, დანარჩენები 25, 18 და 16 წლისები არიან. აქედან სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ერთის მსუბუქი.

"მათ მარნეულშივე ჩაუტარდათ ტესტი და კორონავირუსი იქვე დაუდასტურდათ. ისინი ჩვენთან გუშინ შემოიყვანეს", - აცხადებს ლალი ტურძელაძე.

რაც შეეხება 62 წლის ქალის მდგომარეობას, ექიმის ინფორმაცით, ის ძალიან საყურადღეობა.

"მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა, თუმცა სტაბილური", - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ტერიტორიაზე კორონავირუსის შიდა გადაცემა დაფიქსირდა - ანუ, დაავადდა ქალი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ამ მიზეზით მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა.