მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1620306127
COVID-19

„მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში იყო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კოვიდვაქცინაციაზე გაზრდილი მოთხოვნა იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ანტივაქსერული კამპანია დამარცხეულია.

„საქართველოს მოსახლეობა ისევე როგორც მსოფლიოსი, მხოლოდ ერთი საინფორმაციო არხიდან არ იღებს იმ არსებულ ინფორმაციას, რომელიც დღეს მოგვეპოვება ვაქცინასთან დაკავშირებით. არსებული ანტივაქსერული კამპანია, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვაწყდებოდით, გულისხმობდა იმას, რომ „ვაქცინა არის საკმაოდ ახალი, ვაქცინის ჩამოყალიბებას და მის კეთილსაიმედოობას სჭირდება ძალიან დიდი დრო“ და ეს ხშირად იყო ნახსენები, რომ 15-დან 27 წლამდე სჭირდება დრო საიმედო ვაქცინის გამოგონებას.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ილექება ჩვენი მოქალაქეების ქვეცნობიერში და ისინი მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული ვაქცინა არ წარმოადგენს იმ სანდო პრეპარატს, რომელმაც შეიძლება ჩვენ ამ რთული ვირუსისგან დაგვიცვას.

ამიტომ იყო მოლოდინი, რომ ეს პროცესი რთული იქნებოდა.

გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ასევე ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც.

საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩვენ ეტაპობრივად მიწოდებას ვზრდით. საქართველოში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან მიმართებით“, - განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 317 719-ს შეადგენს, გარდაცვლილია 4227, ხოლო საერთო ჯამში კოვიდინფექციის დამარცხება 297 676-მა პაციენტმა შეძლო.

ამავე თემაზე:

👉 ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა შემთხვევებში აქვს „სინოფარმს“ პირდაპირი უკუჩვენება

👉 „ამ ეტაპზე ვერ დაგპირდებით“ - ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ გადაწევაზე

👉 1806 ინფიცირება, 1144 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში