მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა შემთხვევებში აქვს „სინოფარმს“ პირდაპირი უკუჩვენება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1620304861
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას ის შემთხვევები დაასახელა, როცა „სინოფარმის“ ვაქცინას პირდაპირი უკუჩვენება ახასიათებს.

„პირდაპირი უკუჩვენება „სინოფარმს“ აქვს მხოლოდ ორსულებსა და მეძუძურებში, ისინი არ აიცრებიან. ასევე იმ შემთხვევაში თუ ადამიანს წარსულში რომელიმე ვაქცინაზე ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია ან კვინკე შეშუპება, ან ალერგია აქვს „სინოფარმის“ შემადგენელ კომპონენტზე, ამავდროულად, თუ აქვს ნევროლოგიური რთული ეპილეფსია ან გიენბარეს სინდრომი. დანარჩენ შემთხვევაში ამ ვაქცინას პირდაპირი უკუჩვენება არ აქვს“, - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ვაქცინაციამდე ან მას შემდეგ კონკრეტული პროდუქტების მიღებაზე შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ვაქცინაცია დაუშვებელია, ასევე ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება აცრიდან მინიმუმ ერთი კვირის შემდეგ.

👉 შეგახსენებთ, რომ საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

👉 აღნიშნული ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სინოფარმით“ ვაქცინაცია გაცილებით უკეთესია“ - ვასილ ხაჩიაშვილი

„ვიღაცა თუ იმიტომ აიცრა, რომ ევროპაში იმოგზაუროს, რა თქმა უნდა, ეჭვები გაუჩნდება“ - პაატა იმნაძე „სინოფარმზე“

„სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“ - ოთარ ჩოკოშვილი