მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოფარმით“ ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

სინოფარმი
1620072970
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება გეგმის თანახმად, ოთხი მაისიდან.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმი“ ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის და უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს.

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ NCDC ავრცელებს.

4 მაისს, „სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით მიმდინარეობს.

4 მაისს 09:30 საათზე ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციას „სინოფარმის“ ვაქცინით ჩაიტარებს.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, მარიანჯელა სიმაო აცხადებს, რომ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი „სინოფარმისა“ და „მოდერნას“ შესახებ მსჯელობს, მისივე თქმით, ამ კვირის ბოლოს ჯგუფი კიდევ ერთ ვაქცინას, „სინოვაკს“ შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅ამირან გამყრელიძე 4 მაისს „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრება

✅ჯანმოს კვლევებით დადგინდა, რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა 78-91%-ია

✅„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხს ჯანმო მომდევნო კვირის ბოლოს გადაწყვეტს